Sunday, December 22, 2013

მე-9 დღის რეფლექსია

თითოეულმა წარმოვადინეთ ჩვენი პროექტი, შევაფასეთ და  ვუპასუხეთ  ჯგუფის წევრების კითხვებს,  მივაწოდეთ ერთმანეთს   რეკომენდაციები.შევაჯამეთ ტრენინგის სრული კურსი .
 ტრენინგი საკმაოდ  ნაყოფიერი, შედეგიანი  და  ახალი ინფორმაციის მომცემი აღმოჩნდა.                                   

მე-8 დღის რეფლექსია

მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას და როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. 

ამასთან მიმართებაში გავეცანით  დამხმარე მასალებს და შევასრულეთ შემდეგი ამოცანები: 
  • განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები  და ფასილიტაციის ნიმუშები .შესაბამისად შევავსეთ ეს ფორმები და გადავიტანეთ პროექტის გეგმაში.
  • ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, დავასრულეთ და ავტვირთეთ ბლოგზე 

Tuesday, December 17, 2013

მე-5 მოდულის რეფლექსია


მე-5-ე მოდულში ჩვენ, მოცემული ნიმუშების დახმარებით შევქმენით შეფასების რუბრიკები. შევისწავლეთ თუ როგორ ჩავსვათ შექმნილი შეფასების რუბრიკები წარმოდგენილ პრეზენტაციაში. ასევე ბლოგს დავამატეთ გაჯეტები, სადაც ავტვირთეთ ინტელის ლოგო, პირადი ფოტო, მუშაობის პროცესში გადაღებული ფოტოები და  დავამატეთ სტატისტიკური მონაცემების ფანჯარა ,სადაც ბლოგის მნახველთა რაოდენობაა ასახული.
ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ტრენინგები გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიული განვითარების ზრდისთვის.