Friday, December 6, 2013

ტრენინგის II-III დღე

სამწუხაროდ ტრენინგის მეორე დღე გამიცდა,  ვიმყოფებოდი ბაზალეთზე, სადაც ტარდებოდა სკოლის ბაზაზე არსებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონფერენცია. აქ გაერთიანებულია 200 სკოლის მასწავლებელთა შვიდკაციანი ჯგუფი.ჩემთვის ეს დღე ძალიან წარმატებული იყო ,რადგან გავიცანი ამ ჯგუფის მასწავლებლები და მათ მიერ წარმოდგენილი კვლევის პრეზენტაციები.
         მე-3 დღის ძირითადი თემა იყო

  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება.
ძირითადი აქტივობები,რომელიც ტრენინგის მსვლელობის დროს გავიარეთ არის:

  • ზოგადი და მიმართულების მიმცემი კითხვები
  • ეროვნულ სასწავლო გეგმიდან შედეგებისა და ინდიკატორების მორგება პროექტზე 
  • პუბლიკაციის შექმნა
შევარჩიეთ პროექტის თემა, მოვამზადე და გამოვაქვეყნეთ პუბლიკაცია პროექტის შესახებ.

No comments:

Post a Comment