Monday, July 1, 2019
Sunday, December 22, 2013
მე-9 დღის რეფლექსია
თითოეულმა წარმოვადინეთ ჩვენი პროექტი, შევაფასეთ და ვუპასუხეთ ჯგუფის წევრების კითხვებს, მივაწოდეთ ერთმანეთს რეკომენდაციები.შევაჯამეთ ტრენინგის სრული კურსი .
ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი, შედეგიანი და ახალი ინფორმაციის მომცემი აღმოჩნდა.
ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი, შედეგიანი და ახალი ინფორმაციის მომცემი აღმოჩნდა.
მე-8 დღის რეფლექსია
მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას და როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
ამასთან მიმართებაში გავეცანით დამხმარე მასალებს და შევასრულეთ შემდეგი ამოცანები:
- განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები და ფასილიტაციის ნიმუშები .შესაბამისად შევავსეთ ეს ფორმები და გადავიტანეთ პროექტის გეგმაში.
- ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, დავასრულეთ და ავტვირთეთ ბლოგზე
Saturday, December 21, 2013
Tuesday, December 17, 2013
მე-5 მოდულის რეფლექსია
მე-5-ე მოდულში ჩვენ, მოცემული ნიმუშების დახმარებით შევქმენით შეფასების რუბრიკები. შევისწავლეთ თუ როგორ ჩავსვათ შექმნილი შეფასების რუბრიკები წარმოდგენილ პრეზენტაციაში. ასევე ბლოგს დავამატეთ გაჯეტები, სადაც ავტვირთეთ ინტელის ლოგო, პირადი ფოტო, მუშაობის პროცესში გადაღებული ფოტოები და დავამატეთ სტატისტიკური მონაცემების ფანჯარა ,სადაც ბლოგის მნახველთა რაოდენობაა ასახული.
ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ტრენინგები გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიული განვითარების ზრდისთვის.
Friday, December 13, 2013
მე- 4 მოდულის რეფლექსია
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
მას შემდეგ, რაც მოსწავლის თვალთახედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა რა თემატიკის და უნარ-ჩვევების სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში.მოსწავლეები უფრო უკეთესად შეძლებენ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში. დასახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს , უფრო ჩაუღრმავდებიან თემატურ საკითხებს,მოსწავლეებს შორის განმტკიცდება თანამშრომლობითი კავშირი. ეს ყოველივე გააძლიერებს მათ ინტერესს სწავლის მიმართ.
Sunday, December 8, 2013
Friday, December 6, 2013
მიმართულების მიმცემი კითხვები
ზოგადი კითხვა :
თემატური კითხვა :
შინაარსობრივი კითხვები:
- უცხო მხარეში მოხვედრილი ადამიანი როგორ აღიქვამს გარემოს?
თემატური კითხვა :
- რომელ სივრცულ ფიგურებს იცნობთ?
- ხედავთ თუ არა რაიმე კავშირს საგნებსა და გეომეტრიულ ფიგურებს შორის
- რომელი სივრცული ფიგურებია გამოყენებული არქიტექტურაში?
- რომელ ისტორიულ შენობა-ნაგებობეს იცნობთ რომელიც წააგავს გეომეტრიულ ფიგურებს?
შინაარსობრივი კითხვები:
- რამდენი წიბო, წვერო და წახნაგი აქვს მართკუთხა პარალელეპიპედს? სამკუთხა პრიზმას? სამკუთხა და ოთხკუთხა პირამიდას?
- რა დამოკიდებულებაა წახნაგს,წიბოს და წვეროებს შორის?
- რითი განსხვავდება და რა აქვთ საერთო ბირთვსა და სხვა სივრცულ ფიგურებს?
ტრენინგის II-III დღე
სამწუხაროდ ტრენინგის მეორე დღე გამიცდა, ვიმყოფებოდი ბაზალეთზე, სადაც ტარდებოდა სკოლის ბაზაზე არსებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონფერენცია. აქ გაერთიანებულია 200 სკოლის მასწავლებელთა შვიდკაციანი ჯგუფი.ჩემთვის ეს დღე ძალიან წარმატებული იყო ,რადგან გავიცანი ამ ჯგუფის მასწავლებლები და მათ მიერ წარმოდგენილი კვლევის პრეზენტაციები.
მე-3 დღის ძირითადი თემა იყო
მე-3 დღის ძირითადი თემა იყო
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება.
- ზოგადი და მიმართულების მიმცემი კითხვები
- ეროვნულ სასწავლო გეგმიდან შედეგებისა და ინდიკატორების მორგება პროექტზე
- პუბლიკაციის შექმნა
Sunday, November 24, 2013
ტრენინგის I დღე
გავეცანით მოდულს, თითოეული მოდულის ამოცანებს. პირველი მოდულის-,,პროექტებით სწავლება''- ამოცანა იყო შემდეგი:
- განვსაზღვრეთ ინტელის მიზნები;
- შევქმენით პორტფოლიოში საქაღალდეები, სადაც თითოეული მოდულის მასალები შევინახეთ ;
- გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონის, რუბრიკების ნიმუშებს;
- აგრეთვე პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს;
- დავიწყეთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვა (მისი მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება)
- შევქმენით საკუთარი ბლოგი
Subscribe to:
Comments (Atom)