Tuesday, December 17, 2013

მე-5 მოდულის რეფლექსია


მე-5-ე მოდულში ჩვენ, მოცემული ნიმუშების დახმარებით შევქმენით შეფასების რუბრიკები. შევისწავლეთ თუ როგორ ჩავსვათ შექმნილი შეფასების რუბრიკები წარმოდგენილ პრეზენტაციაში. ასევე ბლოგს დავამატეთ გაჯეტები, სადაც ავტვირთეთ ინტელის ლოგო, პირადი ფოტო, მუშაობის პროცესში გადაღებული ფოტოები და  დავამატეთ სტატისტიკური მონაცემების ფანჯარა ,სადაც ბლოგის მნახველთა რაოდენობაა ასახული.
ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ტრენინგები გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიული განვითარების ზრდისთვის.

Friday, December 13, 2013

მე- 4 მოდულის რეფლექსია

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?


მას შემდეგ, რაც  მოსწავლის თვალთახედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა  რა თემატიკის და უნარ-ჩვევების სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში.მოსწავლეები უფრო უკეთესად შეძლებენ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში. დასახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს , უფრო ჩაუღრმავდებიან თემატურ საკითხებს,მოსწავლეებს შორის განმტკიცდება თანამშრომლობითი კავშირი. ეს ყოველივე გააძლიერებს მათ ინტერესს სწავლის მიმართ.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი




პროექტის დამხმარე - პუბლიკაცია



Friday, December 6, 2013

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვა :

  •   უცხო მხარეში მოხვედრილი ადამიანი როგორ აღიქვამს გარემოს?

თემატური კითხვა :

  •  რომელ სივრცულ ფიგურებს იცნობთ? 
  •  ხედავთ თუ არა რაიმე კავშირს   საგნებსა და გეომეტრიულ   ფიგურებს შორის
  • რომელი სივრცული ფიგურებია გამოყენებული არქიტექტურაში?
  • რომელ ისტორიულ შენობა-ნაგებობეს იცნობთ რომელიც წააგავს გეომეტრიულ ფიგურებს?

შინაარსობრივი კითხვები:

  •   რამდენი წიბო, წვერო  და წახნაგი აქვს მართკუთხა პარალელეპიპედს? სამკუთხა პრიზმას? სამკუთხა და ოთხკუთხა პირამიდას? 
  •   რა დამოკიდებულებაა წახნაგს,წიბოს და წვეროებს შორის?
  • რითი განსხვავდება და რა აქვთ საერთო ბირთვსა და სხვა სივრცულ ფიგურებს?

ტრენინგის II-III დღე

სამწუხაროდ ტრენინგის მეორე დღე გამიცდა,  ვიმყოფებოდი ბაზალეთზე, სადაც ტარდებოდა სკოლის ბაზაზე არსებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონფერენცია. აქ გაერთიანებულია 200 სკოლის მასწავლებელთა შვიდკაციანი ჯგუფი.ჩემთვის ეს დღე ძალიან წარმატებული იყო ,რადგან გავიცანი ამ ჯგუფის მასწავლებლები და მათ მიერ წარმოდგენილი კვლევის პრეზენტაციები.
         მე-3 დღის ძირითადი თემა იყო

  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება.
ძირითადი აქტივობები,რომელიც ტრენინგის მსვლელობის დროს გავიარეთ არის:

  • ზოგადი და მიმართულების მიმცემი კითხვები
  • ეროვნულ სასწავლო გეგმიდან შედეგებისა და ინდიკატორების მორგება პროექტზე 
  • პუბლიკაციის შექმნა
შევარჩიეთ პროექტის თემა, მოვამზადე და გამოვაქვეყნეთ პუბლიკაცია პროექტის შესახებ.